ჩვენ შესახებ

ვებსაიტიდან
მობილურ აპლიკაციამდე

Webcord — თბილისში დაფუძნებული ციფრული სტუდიაა. ვქმნით ვებსაიტებს, რთულ ვებ პლატფორმებს, iOS და Android აპლიკაციებს და ვმართავთ სოციალურ მედიას — ყოველთვიური გამოწერით, დიდი საწყისი ხარჯის გარეშე.

  • ვებსაიტებილენდინგიდან ონლაინ მაღაზიამდე
  • ვებ პლატფორმებიSaaS, ჯავშნები, პორტალები
  • მობილური აპლიკაციებიiOS და Android
  • სოციალური მარკეტინგიკონტენტი და რეკლამა
ჩვენი ისტორია

დავიწყეთ ვებსაიტებით.
დღეს ბიზნესის მთელ ციფრულ მხარეს ვუძღვებით.

Webcord შეიქმნა ერთი იდეით: პროფესიონალური ვებსაიტი ყველა ქართული ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს — დიდი საწყისი ხარჯის გარეშე. ჩვენმა კლიენტებმა გაიზარდეს და მათთან ერთად გავიზარდეთ ჩვენც: დაემატა ონლაინ გადახდები და ჯავშნები, რთული პლატფორმები, მობილური აპლიკაციები და სოციალური მედიის მართვა.

  • ერთი გუნდი — იდეიდან გაშვებამდე და შემდეგ
  • კლიენტები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე
Webcord · როგორ გავიზარდეთ
  1. 1
    ვებსაიტი გამოწერითდიზაინი, ჰოსტინგი, SEO ერთ ფასში
  2. 2
    გადახდები და ჯავშნებიბარათით გადახდა, SMS, ადმინ პანელი
  3. 3
    რთული პლატფორმებიტაქსი, მიწოდება, ტურიზმი, SaaS
  4. 4
    მობილური აპლიკაციებიiOS / Android, Push, GPS
  5. 5
    სოციალური მარკეტინგიკონტენტი, რეკლამა, ზრდა
    დღეს
რას ვაკეთებთ

ერთი გუნდი — ყველა ციფრული საჭიროებისთვის

ვიწყებთ უფასო კონსულტაციით: ვარკვევთ, რა სჭირდება შენს ბიზნესს და გთავაზობთ სწორ გადაწყვეტას — არა უბრალოდ პაკეტს.

  • 59₾-დან / თვე

    ვებსაიტები

    ლენდინგები, ბიზნეს საიტები და ონლაინ მაღაზიები — მობილურზე მორგებული, სწრაფი და Google-ისთვის ოპტიმიზებული. ჰოსტინგი, SSL და მხარდაჭერა ფასშია.

    ფასები →
  • Scale · Enterprise

    რთული ვებ პლატფორმები

    SaaS პროდუქტები, ჯავშნის და ავიაბილეთების ძიების სისტემები, მრავალროლიანი პორტალები და ადმინ პანელები ანალიტიკით.

    დეტალურად →
  • iOS · Android

    მობილური აპლიკაციები

    ნატიური აპლიკაციები Push შეტყობინებებით და GPS-ით — ტაქსის, მიწოდების და სერვისული ბიზნესებისთვის, ვებსაიტთან ერთ სისტემაში.

    მოითხოვე შეთავაზება →
  • 99₾-დან / თვე

    სოციალური მარკეტინგი

    Facebook-ისა და Instagram-ის მართვა: კონტენტის გეგმა, დიზაინი, ვიდეო და სარეკლამო კამპანიები, რომლებიც რეალურ მომხმარებლებს მოიყვანს.

    დაიწყე →
  • ინტეგრაციები

    გადახდები და ავტომატიზაცია

    ქართული გადახდის სისტემები, ყოველთვიური ბილინგი, SMS და OTP ვერიფიკაცია, ელექტრონული ხელშეკრულებები, CRM, API და AI ინტეგრაციები.

    გაიარე კონსულტაცია →
  • ინდივიდუალური ფასი

    Enterprise

    დიდი ბიზნესებისთვის და კორპორაციული სისტემებისთვის: საკუთარი არქიტექტურა, მაღალი დატვირთვა, პირადი მენეჯერი და SLA მხარდაჭერა.

    მოითხოვე შეთავაზება →
ჩვენი ნამუშევრები

პროექტები, რომლებიც უკვე მუშაობს

  • UpGo.geტაქსის პლატფორმა მგზავრის და მძღოლის კაბინეტებით
  • Solotravel.geტურისტული პლატფორმა ტურების ჯავშნით
  • Psoni.geსაფეხბურთო პროგნოზების პლატფორმა რეიტინგებით
  • LoadexGeorgia.geსატვირთო და სატრანსპორტო სერვისი
  • Andromedikal.geსამედიცინო კლინიკის სამენოვანი საიტი
  • Restauranttiflis.nlქართული რესტორანი ჰააგაში, მაგიდის ჯავშნით
სრული პორტფოლიო
რით განვსხვავდებით

როგორ ვმუშაობთ

  • 1

    გამოწერა დიდი ხარჯის ნაცვლად

    ნაცვლად ათასობით ლარისა წინასწარ — მცირე ყოველთვიური გადასახადი, რომელშიც დამზადება, ჰოსტინგი და მოვლა შედის. გაუქმება ნებისმიერ დროს.

  • 2

    მუდმივი განვითარება

    პროექტი გაშვებით არ მთავრდება. ყოველ თვე 2 რევიზია ახალი ფუნქციებისთვის, პატარა ცვლილებები კი ყოველთვის უფასოა.

  • 3

    სრული გამჭვირვალობა

    პირად კაბინეტში ხედავ ყველაფერს: გადახდებს, ფაილებს, ხელშეკრულებებს და მხარდაჭერის მოთხოვნებს.

  • 4

    შენი ბიზნესი — შენი კოდი

    გრძელვადიანი ხელშეკრულება არ არის. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოისყიდო ვებსაიტი სრული წყაროს კოდით.

გაიარე უფასო კონსულტაციაშეარჩიე საუკეთესო პაკეტი — 2 წუთში