ვებ გვერდის დამზადება

ვებ გვერდის დამზადება
შენი ბიზნესისთვის

ლენდინგ გვერდი ან მრავალგვერდიანი ბიზნეს საიტი 59₾-დან თვეში. ვებ გვერდის დამზადება მოიცავს დიზაინს, ჰოსტინგს, SEO-ს და მუდმივ მხარდაჭერას — ყველაფერი ერთ გამოწერაში.

4+ გაშვებული პროექტი ქართული ბიზნესებისთვის
რა ტიპის

რომელ ვებ გვერდს ვამზადებთ

ვებ გვერდის დამზადება ნებისმიერი მიზნისთვის — ერთგვერდიანი ლენდინგიდან სრულ ონლაინ მაღაზიამდე.

1

ლენდინგ გვერდი

ერთგვერდიანი, კონვერსიაზე ორიენტირებული ვებ გვერდი — პროდუქტის, სერვისის ან კამპანიის წარდასაგენად. იდეალური რეკლამირებისთვის.

2

სავიზიტო ვებ გვერდი

კომპანიის წარდგენა, სერვისები, გუნდი და საკონტაქტო ინფორმაცია — შენი ბიზნესის ციფრული სავიზიტო ბარათი.

3

მრავალგვერდიანი საიტი

ბლოგითა და CMS-ით — კონტენტის დამოუკიდებლად დასამატებლად. SEO-სთვის და გრძელვადიანი ზრდისთვის საუკეთესო არჩევანი.

4

ონლაინ მაღაზია

პროდუქტების კატალოგი, კალათა და ბარათით ონლაინ გადახდა — შენი მაღაზია ღიაა 24/7.

5

ჯავშნის სისტემა

ონლაინ ჯავშნები სალონების, კლინიკებისა და სერვისებისთვის — კლიენტი თავად ირჩევს დროს, შენ ღებულობ შეტყობინებას.

6

ვებ-პლატფორმა

რთული, ინდივიდუალური პროექტები — როგორიცაა საზიარო ტაქსის UpGo.ge ან პროგნოზების Psoni.ge.

რატომ ჩვენ

ვებ გვერდის დამზადება გამოწერით — რატომ ჯობია

ვებ გვერდის დამზადება ხშირად ერთჯერად პროექტად აღიქმება: გადაიხადე დიდი თანხა, მიიღე საიტი — და შემდეგ? სინამდვილეში ვებ გვერდი ცოცხალი პროდუქტია: სჭირდება განახლებები, უსაფრთხოება, სისწრაფე და მუდმივი ზრუნვა. სწორედ ამიტომ Webcord-ში ვებ გვერდის დამზადება ყოველთვიურ გამოწერაშია ჩართული — ჩვენ ვრჩებით შენ გვერდით საიტის გაშვების შემდეგაც.

ყოველ თვე გეძლევა 2 უფასო რევიზია დასრულებული საიტის გასაუმჯობესებლად. მცირე ტექსტური და ვიზუალური ცვლილებები საერთოდ არ ითვლება რევიზიად — ისინი უფასოდ ვასწორებთ.

როგორ იწყება ვებ გვერდის დამზადება

ყველაფერი იწყება 5-წუთიანი უფასო კონსულტაციით: გვიყვები შენს ბიზნესზე, ჩვენ გირჩევთ პაკეტს და ვიწყებთ მუშაობას. Starter ვებ გვერდი რამდენიმე დღეში უკვე ონლაინაა.

ფასები

ვებ გვერდის დამზადების ფასები

ერთი ყოველთვიური გამოწერა — დიზაინი, ჰოსტინგი, მოვლა და განახლებები. ხელშეკრულების ვადა არ არის.

  • Starter

    59₾/ თვე

    ლენდინგი და სავიზიტო ვებ გვერდი

    • საიტი კონვერსიაზე ორიენტირებული
    • მობილურზე მორგებული დიზაინი
    • უფასო ჰოსტინგი + SSL
    • საკონტაქტო ფორმა
    დაიწყე ახლავე
  • Scale

    299₾/ თვე

    ონლაინ მაღაზია და ჯავშნის სისტემა

    • ყველაფერი Business-დან
    • ონლაინ გადახდები და ანგარიშები
    • ჯავშნის სისტემა / CRM
    • AI ჩატბოტი
    • პრიორიტეტული მხარდაჭერა
    დაიწყე ახლავე

ფასებს არ ემატება ერთჯერადი გადასახადი. გაუქმება ნებისმიერ დროს.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ვებ გვერდის დამზადება?

ვებ გვერდის დამზადება იწყება 59₾-დან თვეში (Starter). მრავალგვერდიანი საიტი ბლოგით — 149₾/თვე (Business), ონლაინ მაღაზია და ჯავშნები — 299₾/თვე (Scale). ერთჯერადი დიდი გადასახადი არ არის.

რა განსხვავებაა ლენდინგსა და მრავალგვერდიან საიტს შორის?

ლენდინგი ერთი გვერდია ერთი კონკრეტული მიზნით — მაგალითად, რეკლამიდან მომხმარებლის მიღება. მრავალგვერდიანი საიტი SEO-სთვის და გრძელვადიანი ზრდისთვის ჯობია, რადგან თითოეული გვერდი ცალკე საძიებო სიტყვაზე რანჟირდება.

რამდენ ხანში მზადდება ვებ გვერდი?

ლენდინგი და სავიზიტო ვებ გვერდი რამდენიმე დღეში მზადდება. უფასო კონსულტაციაზე ზუსტ ვადას მოგცემთ.

დომენი უნდა მქონდეს წინასწარ?

არა — დომენის არჩევასა და რეგისტრაციაშიც დაგეხმარებით, მათ შორის .ge დომენით. ჰოსტინგი და SSL უკვე ჩართულია ფასში.

არსებული ვებ გვერდის განახლება შეგიძლიათ?

დიახ — ძველი საიტის რედიზაინი და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადატანა ჩვენი ყოველდღიური სამუშაოა.