Webcord
უფასო კონსულტაცია
სერვისები პორტფოლიო ჩვენ შესახებ
Webcord
შესვლა უფასო კონსულტაცია
სამართლებრივი

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს Webcord-ის გამოწერით ვებ-დეველოპმენტის სერვისით სარგებლობის პირობებს. სერვისის გამოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.

ბოლო განახლება: 2026-10-0420 ნაწილი
შინაარსი · 20 ნაწილი
  1. 1კოდისა და ჰოსტინგის საკუთრება
  2. 2თქვენი საიტის კონტენტის საკუთრება
  3. 3აქტიური გამოწერის აუცილებლობა
  4. 4დაპაუზება და ხელახლა გააქტიურება
  5. 5სრული საკუთრების შესყიდვა (ოფციური)
  6. 6ყოველთვიური რევიზიები გამომწერებისთვის
  7. 7თანხის დაბრუნების პოლიტიკა
  8. 8გაუქმება
  9. 9გამოყენების წესები
  10. 10პასუხისმგებლობა
  11. 11პასუხისმგებლობა თქვენი ბიზნესის შედეგებზე
  12. 12მესამე მხარის სერვისები და გარე ხარვეზები
  13. 13გარანტიებზე უარის თქმა
  14. 14თქვენი პასუხისმგებლობა და კომპენსაცია
  15. 15ფორს-მაჟორი
  16. 16პასუხისმგებლობის საერთო ზღვარი
  17. 17დავების გადაწყვეტა და გამოყენებადი სამართალი
  18. 18დებულებების ნაწილობრივი ბათილობა და სრული შეთანხმება
  19. 19წესების ცვლილება
  20. 20კონტაქტი

შინაარსი

  1. 1კოდისა და ჰოსტინგის საკუთრება
  2. 2თქვენი საიტის კონტენტის საკუთრება
  3. 3აქტიური გამოწერის აუცილებლობა
  4. 4დაპაუზება და ხელახლა გააქტიურება
  5. 5სრული საკუთრების შესყიდვა (ოფციური)
  6. 6ყოველთვიური რევიზიები გამომწერებისთვის
  7. 7თანხის დაბრუნების პოლიტიკა
  8. 8გაუქმება
  9. 9გამოყენების წესები
  10. 10პასუხისმგებლობა
  11. 11პასუხისმგებლობა თქვენი ბიზნესის შედეგებზე
  12. 12მესამე მხარის სერვისები და გარე ხარვეზები
  13. 13გარანტიებზე უარის თქმა
  14. 14თქვენი პასუხისმგებლობა და კომპენსაცია
  15. 15ფორს-მაჟორი
  16. 16პასუხისმგებლობის საერთო ზღვარი
  17. 17დავების გადაწყვეტა და გამოყენებადი სამართალი
  18. 18დებულებების ნაწილობრივი ბათილობა და სრული შეთანხმება
  19. 19წესების ცვლილება
  20. 20კონტაქტი
01

კოდისა და ჰოსტინგის საკუთრება

Webcord ინარჩუნებს თქვენი საიტის შექმნისა და ფუნქციონირებისთვის გამოყენებული მთლიანი საწყისი კოდის, ინფრასტრუქტურის, კონფიგურაციისა და ჰოსტინგ-გარემოს სრულ საკუთრებას. საიტი მიეწოდება მენეჯირებული სერვისის სახით და არ წარმოადგენს კოდის ინტელექტუალური საკუთრების გადაცემას. ამასთან, მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება გამოისყიდოს საიტის სრული საკუთრება, მათ შორის საწყისი კოდი (Source Code), და გადაიტანოს იგი დამოუკიდებელ ჰოსტინგზე.

02

თქვენი საიტის კონტენტის საკუთრება

თქვენ (მომხმარებელი) გეკუთვნით თქვენი ბრენდი, ლოგო, ტექსტები, სურათები, პროდუქტები და სხვა კონტენტი, რომელსაც თქვენ წარმოგვიდგენთ ან რომელიც სპეციალურად თქვენი ბიზნესისთვის იქმნება. ეს კონტენტი თქვენი რჩება გამოწერის სტატუსისგან დამოუკიდებლად.

03

აქტიური გამოწერის აუცილებლობა

თქვენი საიტის მართვის, ცვლილებების მოთხოვნის, დაპაუზების ან ხელახლა გააქტიურების უფლება გენიჭებათ მხოლოდ აქტიური გადახდილი გამოწერის ფარგლებში. აქტიური გამოწერის გარეშე მომხმარებელი ვერ წყვეტს რა მოხდეს საიტთან და Webcord-ს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ შეაჩეროს, გამორთოს ან შეუზღუდოს წვდომა საიტზე.

04

დაპაუზება და ხელახლა გააქტიურება

აქტიური გამოწერის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და დააპაუზოთ ან გათიშოთ საიტი. მისი ხელახლა გააქტიურება შესაძლებელია მოთხოვნისთანავე, თუ გამოწერა აქტიურია.

05

სრული საკუთრების შესყიდვა (ოფციური)

5.1. მომხმარებელს უფლება აქვს, მომსახურების მოქმედების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, მიმართოს Webcord-ს მისთვის შექმნილი ვებგვერდის სრული საკუთრების შესყიდვის მოთხოვნით, მათ შორის შესაბამისი საწყისი კოდის (Source Code) და ვებგვერდის დამოუკიდებლად ჰოსტინგის უფლების გადაცემის მიზნით. 5.2. სრული საკუთრების გადაცემა არ წარმოადგენს ავტომატურ ან წინასწარ განსაზღვრულ ფასიან მომსახურებას. თითოეული მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და Webcord განსაზღვრავს კონკრეტული ვებგვერდის სრული საკუთრების გადაცემის ერთჯერად ღირებულებას. 5.3. სრული საკუთრების შესყიდვის ფასი განისაზღვრება მოთხოვნის წარდგენის მომენტში არსებული საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და შეიძლება დამოკიდებული იყოს, მათ შორის, ვებგვერდის მიმდინარე ფუნქციონალზე, ტექნიკურ სირთულეზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და დამატებით სამუშაოებზე, გამოყენებულ ტექნოლოგიებზე, საწყისი კოდის მოცულობასა და ღირებულებაზე, ინტეგრაციებზე, განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე და ვებგვერდის დამოუკიდებლად შექმნის ან ჩანაცვლების მიმდინარე ღირებულებაზე. 5.4. შესაბამისად, სრული საკუთრების შესყიდვის ღირებულება არ განისაზღვრება ვებგვერდის თავდაპირველი შექმნის ღირებულებით, წარსულში გადახდილი სააბონენტო გადასახადებით ან ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არსებული ფასებით, თუ მხარეები წერილობით სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. 5.5. Webcord უფლებამოსილია, სრული საკუთრების გადაცემის ფასში გაითვალისწინოს საკუთრებისა და საწყისი კოდის გადაცემასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები, მონაცემთა გადატანა, დამოუკიდებელ ჰოსტინგზე მიგრაცია, კონფიგურაცია, დოკუმენტაციის მომზადება და სხვა აუცილებელი მომსახურებები, თუ ასეთი სამუშაოების შესრულება საჭიროა ვებგვერდის დამოუკიდებლად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 5.6. მომხმარებლის მოთხოვნის მიღების შემდეგ Webcord მომხმარებელს წარუდგენს ინდივიდუალურ კომერციულ შეთავაზებას, რომელშიც მითითებული იქნება სრული საკუთრების გადაცემის ფასი და შესაბამისი პირობები. საკუთრების გადაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე წერილობით დაეთანხმება შეთავაზებულ ფასსა და პირობებს. 5.7. სრული საკუთრების გადაცემისა და შესაბამისი თანხის სრულად გადახდამდე ვებგვერდის საწყისი კოდი, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და ჰოსტინგთან დაკავშირებული უფლებები რჩება Webcord-ის საკუთრებაში ან კონტროლქვეშ, ხოლო მომხმარებელს ენიჭება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენების უფლება. 5.8. სრული საკუთრების გადაცემის შემდეგ მომხმარებელს გადაეცემა შეთანხმებული საწყისი კოდი და ეძლევა ვებგვერდის დამოუკიდებლად ჰოსტინგის უფლება. გადაცემის ფარგლები, ფორმატი და დამატებითი მასალები განისაზღვრება ინდივიდუალური შეთანხმებით. 5.9. იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდში გამოყენებულია მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფა, შრიფტები, პლაგინები, ბიბლიოთეკები, ლიცენზირებული მასალები, სააბონენტო სერვისები ან სხვა კომპონენტები, რომელთა საკუთრების ან ლიცენზიის გადაცემა მესამე პირთა პირობებით შეზღუდულია, ასეთი კომპონენტები არ ჩაითვლება Webcord-ის მიერ გადასაცემ საკუთრებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შესაბამისი უფლებების გადაცემა შესაძლებელია და მხარეები სხვაგვარად წერილობით არ შეთანხმდებიან.

06

ყოველთვიური რევიზიები გამომწერებისთვის

ყოველი აქტიური გამოწერა მოიცავს თვეში 2 რევიზიას. რევიზია არის ცვლილება, რომელსაც ითხოვთ მას შემდეგ, რაც თქვენი საიტი უკვე , თქვენი წინამდებარე მოთხოვნებით დამთავრებულია და გადმოგეცით. პროცესი ასე მიმდინარეობს: პროექტის დაწყებისას თქვენ გვაწვდით სრულ ინფორმაციას — სტრუქტურას, ტექსტებს, სურათებს, მოთხოვნებსა და დოკუმენტაციას; ჩვენ საიტს ვაწყობთ ზუსტად ამ ინფორმაციის მიხედვით; გაჩვენებთ თქვენ პირველ ვერსიას სრული დოკუმენტაციით; ვამთავრებთ აგებას და გადმოგცემთ მზა საიტს. აი, ამ მომენტის შემდეგ ნებისმიერი ახალი მოთხოვნა, რომელიც თქვენს მიერ დასაწყისში მოწოდებულ ინფორმაციაში არ იყო, რევიზიად ითვლება. კონკრეტულად, რევიზია არის არსებითი ცვლილება: ახალი ფუნქციონალის, ახალი გვერდების, ახალი სისტემებისა თუ ინტეგრაციების დამატება უკვე მზა საიტზე (მაგალითად ჯავშნის სისტემა, ახალი სექცია, გადახდის ფუნქცია ან წევრების ზონა). ყველაფერი, რაც საწყის ბრიფსა და დოკუმენტაციაში შედის, საიტის აგების ღირებულებაში ითვლება და რევიზიად არ ჩაითვლება. მცირე ცვლილებები — ტექსტის შესწორება, ფერის შეცვლა, copyright-ის ხაზის განახლება, სურათის შეცვლა და მსგავსი მცირე კორექტივები — ასევე რევიზიად არ ითვლება და თქვენს ყოველთვიურ ლიმიტს არ ამცირებს. გამოუყენებელი რევიზიები შემდეგ თვეზე არ გადადის. თუ ორივე რევიზია უკვე გამოყენებული გაქვთ და გჭირდებათ მეტი, შეგიძლიათ მიმართოთ მხარდაჭერას და მიიღოთ 1 დამატებითი რევიზია 20 ლარად.

07

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ გამოწერა, თუმცა უკვე გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. გამონაკლისი ეხება მხოლოდ თქვენს პირველ გადახდას: პირველი გადახდის მომენტიდან გაქვთ 12 საათი, რომ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება. ამ 12-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხა აღარ დაბრუნდება, რადგან გადახდის მიღებისთანავე ჩვენ ვიწყებთ რეალური ხარჯების გაწევას (ჰოსტინგი, მესამე მხარის სერვისები და სამუშაოს სეტაპი), რომელთა დაბრუნება შეუძლებელია. თუ არ გსურთ მომდევნო თვისთვის გაგრძელება, უბრალოდ არ გადაიხადოთ მომდევნო ინვოისი — გამოწერა გაუქმდება, თქვენ აღარ დაგეკისრებათ ახალი გადახდა და წინა თვეების უკვე გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

08

გაუქმება

გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. გაუქმების შემდეგ საიტი აქტიური რჩება იმ გადახდილი პერიოდის ბოლო დღემდე, რომლისთვისაც თანხა უკვე გადახდილი გაქვთ. ამ ვადის გასვლის შემდეგ საიტი ითიშება და წვდომა შეიზღუდება. კონტენტის ექსპორტი შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე, სანამ საიტი არ გაითიშა.

09

გამოყენების წესები

თქვენ ეთანხმებით, რომ არ გამოიყენოთ სერვისი უკანონო, მავნე, მაცდუნებელი ან უფლებების დარღვევის მიზნით. Webcord-ს აქვს უფლება შეაჩეროს სერვისი დარღვევის შემთხვევაში.

10

პასუხისმგებლობა

სერვისი მოწოდებულია „როგორც არის“. Webcord-ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ბოლო თვის გადახდილი თანხის ოდენობით.

11

პასუხისმგებლობა თქვენი ბიზნესის შედეგებზე

Webcord არის ვებსაიტების შემქმნელი და მმართველი სერვისი. ჩვენ ვაშენებთ, ვაწვდით და ვემსახურებით ვებსაიტს ზუსტად ისე, როგორც თქვენ მოითხოვთ და დაამტკიცებთ. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას და არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ თქვენი ბიზნესის შედეგებზე — მათ შორის გაყიდვებზე, შემოსავალზე, მოგებაზე, ვიზიტორთა რაოდენობაზე, კლიენტების ქცევაზე, მარკეტინგის ეფექტურობაზე, კონვერსიაზე, საძიებო სისტემებში პოზიციებზე, ბრენდის რეპუტაციაზე ან ნებისმიერ სხვა კომერციულ შედეგზე. ვებსაიტი არის ინსტრუმენტი; როგორ აწარმოებთ ბიზნესს, რას ყიდით, რა ფასად, როგორ ახდენთ მარკეტინგს და როგორ რეაგირებენ კლიენტები — ეს მთლიანად თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენ ეთანხმებით, რომ არ მოგვცემთ Webcord-ს უჩივლოთ და არ წამოაყენებთ მოთხოვნას ან სარჩელს Webcord-ის წინააღმდეგ ბიზნესის ზარალის, გამოტოვებული შესაძლებლობის, დაკარგული მოგების, კლიენტის დაკარგვის, რეპუტაციული ზიანის ან თქვენი ბიზნესის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა კომერციული შედეგისთვის. ჩვენი პასუხისმგებლობა მკაცრად შემოიფარგლება იმ სამუშაოს შესრულებით, რომელიც თქვენ მოითხოვეთ და დაამტკიცეთ.

12

მესამე მხარის სერვისები და გარე ხარვეზები

თქვენი ვებსაიტი დამოკიდებულია მესამე მხარის სერვისებზე, რომლებსაც ფლობენ დამოუკიდებელი კომპანიები და არიან Webcord-ის კონტროლის გარეთ — მათ შორის: დომენის რეგისტრატორები, ჰოსტინგი და CDN, DNS სერვისები, ელფოსტის მიწოდება, საგადახდო სისტემები, ანალიტიკური სერვისები, Google-ის სერვისები (Search, Maps, Analytics, Ads, reCAPTCHA, OAuth და ა.შ.), Meta/Facebook, სოციალური ქსელები, SMS სერვისები, AI სერვისები, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო ან საბანკო სისტემები, ინტერნეტ-პროვაიდერები, ბრაუზერები და ნებისმიერი სხვა გარე API ან პლატფორმა. Webcord არ არის პასუხისმგებელი და ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ შეცდომაზე, ბაგზე, სერვისის გაჩერებაზე, მონაცემთა დაკარგვაზე, უსაფრთხოების ინციდენტზე, ანგარიშის შეჩერებაზე, პოლიტიკის ცვლილებაზე, ფასის ცვლილებაზე, გაუქმებაზე, ხარვეზზე, რანკინგის ცვლილებაზე, მიწოდების პრობლემაზე ან ნებისმიერ სხვა პრობლემაზე, რომელიც გამოწვეულია მესამე მხარის სერვისით. ეს მოიცავს შემთხვევებს, როცა მესამე მხარის სერვისი ვერ მუშაობს, ბლოკავს, ანელებს, აჩერებს, შლის ან სხვაგვარად მოქმედებს თქვენს საიტზე, ანგარიშზე ან ბიზნესზე. ჩვენ კეთილსინდისიერად და გონივრულ ფარგლებში დაგეხმარებით ასეთი პრობლემების გამოსწორებაში, მაგრამ ეს დახმარება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარის ქმედებებზე ან ხარვეზებზე. თქვენ ეთანხმებით, რომ არ წამოაყენებთ სარჩელს ან მოთხოვნას Webcord-ის წინააღმდეგ რაიმე ზიანისთვის, ზარალისთვის ან შეფერხებისთვის, რომელიც პირდაპირ და ექსკლუზიურად არ არის გამოწვეული Webcord-ის მიერ შესრულებული სამუშაოთი.

13

გარანტიებზე უარის თქმა

ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს თქვენთვის ხარისხიანი მუშაობის შესრულება და ყოველ პროექტში ვდებთ რეალურ ძალისხმევას. თუმცა გულახდილად უნდა აღვნიშნოთ: სერვისი მოწოდებულია „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ საფუძველზე, ყოველგვარი პირდაპირი თუ ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე — მათ შორის ვაჭრობისთვის ვარგისიანობის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის, უფლებების დაუღვევლობის, შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის, შეცდომების გარეშე მუშაობის, სიზუსტის, სრულყოფილების, მესამე მხარის სამომავლო ცვლილებებთან თავსებადობის, ან კონკრეტული შედეგის, რანგის, კონვერსიის ან კომერციული შედეგის მიღწევის გარანტიის გარეშე. Webcord-ის ან ჩვენი გუნდის ნებისმიერი ზეპირი თუ წერილობითი კომუნიკაცია არ ქმნის გარანტიას, რომელიც აშკარად არ არის ჩამოყალიბებული ამ წესებში. თქვენ აღიარებთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, ინტერნეტი და ონლაინ ბიზნესი თავისთავად შეიცავს რისკს და ამ რისკს ეთანხმებით სერვისით სარგებლობისას.

14

თქვენი პასუხისმგებლობა და კომპენსაცია

თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენი ვებსაიტის შინაარსზე, პროდუქტებზე, სერვისებზე, განცხადებებზე, ფასებზე, აქციებზე და ინფორმაციაზე, ასევე იმაზე, რომ ყველაფერი, რასაც გვთხოვთ ავაშენოთ, შეესაბამებოდეს კანონს (მომხმარებელთა დაცვა, რეკლამა, ინტელექტუალური საკუთრება, მონაცემთა დაცვა, საგადასახადო და დარგობრივი ნორმები). თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ტექსტი, სურათი, ლოგო, შრიფტი, ვიდეო და სხვა მასალა, რომელსაც გვაწვდით. კანონით დაშვებული მაქსიმალური ზომით, თქვენ თანახმა ხართ დაიცვათ და კომპენსაცია გაუწიოთ Webcord-ს და მის მფლობელებს, გუნდის წევრებს, კონტრაქტორებს და პარტნიორებს ნებისმიერი პრეტენზიის, მოთხოვნის, სარჩელის, მარეგულირებელი ქმედების, ჯარიმის, ზიანის, ზარალის, ვალდებულების და გონივრული იურიდიული ხარჯისგან, რომლებიც წარმოიქმნება: (ა) თქვენი ვებსაიტის მეშვეობით შემოთავაზებული შინაარსიდან, პროდუქტებიდან ან სერვისებიდან; (ბ) ამ წესების ან კანონის დარღვევით სერვისის გამოყენებიდან; (გ) თქვენ მიერ მოწოდებული მასალებით მესამე მხარის უფლებების დარღვევიდან; (დ) თქვენი ბიზნესის საგადასახადო, სააღრიცხვო, სალიცენზიო ან მარეგულირებელი ვალდებულებებიდან; ან (ე) თქვენსა და თქვენს მომხმარებლებს, მომწოდებლებს ან სხვა მესამე მხარეებს შორის წარმოშობილი დავებიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გონივრულად ვითანამშრომლებთ თქვენთან ასეთი საკითხების მოგვარებაში.

15

ფორს-მაჟორი

Webcord არ აგებს პასუხს ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან დაგვიანებისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი გონივრული კონტროლის მიღმა მოვლენებით — მათ შორის სტიქიური უბედურებები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, პანდემია, ეპიდემია, ომი, ტერორიზმი, სამოქალაქო არეულობა, სახელმწიფო ქმედება, სანქციები, კანონის ცვლილება, გაფიცვა, ინტერნეტ ან საკომუნიკაციო შეფერხება, კიბერშეტევა, მესამე მხარის პლატფორმის მასშტაბური ხარვეზები, ენერგიის დეფიციტი ან ელექტროენერგიის გათიშვა. ასეთ მოვლენათა დროს ჩვენი ვალდებულებები შეჩერებულია მოვლენის ხანგრძლივობის განმავლობაში და ჩვენ განვაახლებთ მუშაობას რაც შეიძლება სწრაფად.

16

პასუხისმგებლობის საერთო ზღვარი

კანონით დაშვებული მაქსიმალური ზომით, Webcord, მისი მფლობელები, გუნდი, კონტრაქტორები ან პარტნიორები არანაირ შემთხვევაში არ აგებენ პასუხს არაპირდაპირ, შემთხვევით, განსაკუთრებულ, თანმდევ, საჩვენებელ ან სადამსჯელო ზიანზე, არც მოგების, შემოსავლის, ბიზნესის, რეპუტაციის, მომხმარებლის, მონაცემების, შესაძლებლობის ან ბიზნესის შეფერხების დაკარგვაზე — მაშინაც კი, თუ ასეთი ზიანის შესაძლებლობის შესახებ გავაფრთხილეთ. Webcord-ის მთლიანი კუმულატიური პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიქმნება სერვისთან, ამ წესებთან ან რაიმე პრეტენზიასთან დაკავშირებით, მკაცრად შემოიფარგლება შემდეგი ორიდან მცირე თანხით: (ა) თანხა, რომელიც თქვენ რეალურად გადაიხადეთ Webcord-ისთვის ბოლო სამი (3) თვის განმავლობაში პრეტენზიის წარმოშობამდე; ან (ბ) ას (100) აშშ დოლარი (ან ეკვივალენტი ლარში). ეს ზღვარი ვრცელდება ყველა პრეტენზიაზე ჯამში, განურჩევლად სამართლებრივი საფუძვლისა (კონტრაქტი, დელიქტი, გაუფრთხილებლობა, კანონი თუ სხვა) და ძალაში რჩება სერვისის შეწყვეტის შემდეგაც.

17

დავების გადაწყვეტა და გამოყენებადი სამართალი

ჩვენ ყოველთვის ვამჯობინებთ ნებისმიერი საკითხის მშვიდობიანად და პირდაპირ მოგვარებას. ნებისმიერი ფორმალური სამართლებრივი ქმედების დაწყებამდე თქვენ თანახმა ხართ ჯერ წერილობით დაგვიკავშირდეთ მისამართზე hello@webcord.ge საკითხის მკაფიო აღწერით და მოგვცეთ მინიმუმ სამოცი (60) დღე გამოძიებისთვის და კეთილსინდისიერი გადაწყვეტის შესათავაზებლად. თუ საკითხს ვერ მოვაგვარებთ არაფორმალურად, ეს წესები და მათთან, სერვისთან ან ჩვენს შორის კომუნიკაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კოლიზიური ნორმების გათვალისწინების გარეშე. გამოყენებადი იურისდიქცია — ქალაქ თბილისის კომპეტენტური სასამართლოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის სავალდებულო სამომხმარებლო კანონმდებლობა სხვა წესს ითვალისწინებს. კანონით დაშვებული ზომით, თქვენ უარს ამბობთ Webcord-ის წინააღმდეგ ჯგუფურ ან კოლექტიურ სარჩელში მონაწილეობის უფლებაზე და ეთანხმებით, რომ ნებისმიერი პრეტენზია უნდა იქნას წარდგენილი ინდივიდუალურად. ასევე ეთანხმებით, რომ ნებისმიერი პრეტენზია უნდა იყოს წარდგენილი მისი წარმოშობიდან ერთი (1) წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამუდამოდ აღარ განიხილება.

18

დებულებების ნაწილობრივი ბათილობა და სრული შეთანხმება

თუ ამ წესების რომელიმე დებულება კომპეტენტური სასამართლოს მიერ ბათილად, უკანონოდ ან აღსასრულებლად ცნობილი იქნება, ის შეიცვლება მინიმალური ზომით, რომ აღსასრულებელი გახდეს, ან გაუქმდება და დანარჩენი დებულებები ძალაში დარჩება სრულად. ეს წესები (კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და თქვენ მიერ მიღებულ შეკვეთასთან ან ანგარიშფაქტურასთან ერთად) წარმოადგენს თქვენსა და Webcord-ს შორის სრულ შეთანხმებას სერვისთან დაკავშირებით და ცვლის ყველა წინა ზეპირ ან წერილობით კომუნიკაციას. ერთხელ აღსრულების უარყოფა არ ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ აღსრულების უფლებაზე ვამბობთ უარს.

19

წესების ცვლილება

Webcord-ს შეუძლია განაახლოს ეს წესები. არსებითი ცვლილებების შესახებ შეგატყობინებთ ელფოსტით ან საიტის მეშვეობით. ცვლილების შემდეგ სერვისით გაგრძელება ნიშნავს თანხმობას.

20

კონტაქტი

კითხვები? სიამოვნებით დაგეხმარებით — დაგვიკავშირდით: hello@webcord.ge.

კითხვები გაქვს?

მოგვწერე — სიამოვნებით აგიხსნით

  • ელფოსტაhello@webcord.ge
  • WhatsApp / ტელეფონი+995 511 425 101
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკაწაიკითხე დოკუმენტი →
დაიწყე დღესვე

მზად ხარ დასაწყებად?

უფასო კონსულტაცია
Webcord

ვებსაიტი = მეტი რეალური კლიენტი. ვაშენებთ, ვუვლით და ვავითარებთ შენს ციფრულ წარმომადგენლობას ყოველთვე.

hello@webcord.ge +995 511 425 101 თბილისი, საქართველო

სერვისები

  • საიტის დამზადება
  • ვებ გვერდის დამზადება
  • ვებ დიზაინი

პროდუქტი

  • ფასები
  • პორტფოლიო
  • როგორ მუშაობს
  • დაწყება
  • შესვლა

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • პირობები
  • კონფიდენციალურობა
© 2026 Webcord. ყველა უფლება დაცულია.
Instagram Facebook WhatsApp
კონფიდენციალურობა წესები და პირობები
გაიარე უფასო კონსულტაციაშეარჩიე საუკეთესო პაკეტი — 2 წუთში
Webcord
სერვისები პორტფოლიო კონტაქტი
უფასო კონსულტაცია ავტორიზაცია